BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს
BBC-ის რესპონდენტებმა რიტორიკა შეცვალეს. მათი თქმით, საგამოძიებო ფილმში ნახსენები ქიმიური ნივთიერების გამოყენების საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიების კითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, რომელთა ინფორმაციას და კვლევას BBC-ი დაეყრდნო. სუსში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარეობს.
