"მეგობარი აქტი" ისევ ჩავარდა
ეგრეთ წოდებული “მეგობარი აქტი”, რომელზეც რადიკალური ოპოზიცია იმედებს ამყარებს, კვლავ ჩავარდა. ამერიკული გამოცემა “ზე ჰილ” წერს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნმა უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის პირადი თხოვნა, რომ წინ წაეწია საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი. ეს იყო მეორე შემთხვევა სამი თვის განმავლობაში, როდესაც ტუნმა დაბლოკა მოთხოვნა, რომ .ე.წ „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეეტანათ - წერს გამოცემა.
