ე.წ.კამიტის მითი
რას და ვის დაეყრდნო ბიბისი? საქმე ეხება უმძიმეს ბრალდებას, რომ, თითქოს, საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ფილმის რესპონდენტები აცხადებენ, რომ მათ ეს საკითხი საერთოდ არ უკვლევიათ. ჩახუნაშვილების ოჯახის სამი წევრი გამოიკითხა და თითოეული ირწმუნება, რომ ე.წ. კამიტთან დაკავშირებით არც არაფერი იციან და არც არაფერი უთქვამთ. გამოიკითხა აქციის მონაწილეც, რომელიც ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია, ინტოქსიკაციით არცერთ კლინიკას არ მიუღია პაციენტები, ამის შესახებ ტოქსიკოლოგები აცხადებენ. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ საიას და გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებიც. საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იკვლევს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
