,,ქართული ოცნების’’ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოწვევით, თბილისში აზერბაიჯანის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანის" ახალგაზრდული კავშირის დელეგაციის ვიზიტი შედგა
მიზანი, პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებაა. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვედრებს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოშიც გამართავენ.
