სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი BBC-ის ფილმს
სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი BBC-ის ფილმს, რომელიც მისი თქმით, მთლიანად სიყალბეზეა დაფუძნებული. საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. „ქართული ოცნება“ მიმართავს როგორც ბრიტანული კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ BBC-იმ სათანადოდ უნდა აგოს პასუხი და უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.
