მოსკოვში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ, უშედეგოდ დასრულდა
მოსკოვში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ, უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ამერიკისა და რუსეთის მხრიდან სასარგებლო და კონსტრუქციული“ საუბრის მიუხედავად, უკრაინაზე კომპრომისი ამ დრომე არ არსებობს. ამის პარალელურად, დასავლური მედიის ინფორმაციით, სტივ ვიტკოფმა და ტრამპის სიძემ, გააუქმეს, დღეს, ბრიუსელში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილი შეხვედრა, რადგან მათ პირობა მისცეს პუტინს, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, პირდაპირ ვაშინგტონში გაემგზავრებოდნენ
