The Telegraph-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს იგებს, რის გამოც სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს
ბრიტანული Telegraph-ის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომს იგებს, რის გამოც სამშვიდობო შეთანხმების პირობებს ვლადიმერ პუტინი განსაზღვრავს. გამოცემის ცნობით, ევროპას არ გააჩნია რეალისტური ალტერნატიული გეგმა და არც იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას ომის გაგრძელებაში დაეხმაროს. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტს ვერც ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარის, კაია კალასის აღშფოთებული პროტესტი შეცვლის. ამ ეტაპზე, პუტინისთვის პირობების დაწესების ერთადერთი გზა მისი დამარცხებაა, რაც უკრაინამ, დასავლეთის ასობით მილიარდი დოლარის დახმარებისა და უკრაინის მიერ უზარმაზარი მსხვერპლის გაღების მიუხედავად, ვერ შეძლო
