ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა ხმაურიანი კორუფციული სკანდალის სრულფასოვან საპარლამენტო გამოძიებას ითხოვს
ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ ევროკავშირის სტრუქტურებში ყველა ხმაურიანი კორუფციული სკანდალის სრულფასოვან საპარლამენტო გამოძიებას ითხოვს. „კატარგეითსი, ფაიზერგეითსი, ენჯეოგეითსი და ახლა თაღლითობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურში. ბრიუსელში ანგარიშვალდებულების კრიზისია.“- ნათქვამია პოლიტიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. პატრიოტები ევროპისთვის ითხოვენ ისეთი საქმეების გამოძიებას რომლებიც ევროკომისიის პრეზიდენტს და ზოგიერთ ევროპარლამენტარს უკავშირდება, მათ შორისაა ლობირების მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების 750 მილიონი ევროთი დაფინანსება
