იტალიამ შესაძლოა უკრაინისთვის 2026 წლის სამხედრო დახმარების მიწოდების დეკრეტის მიღება გადადოს
იტალიამ შესაძლოა უკრაინისთვის 2026 წლის სამხედრო დახმარების მიწოდების დეკრეტის მიღება გადადოს. სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მიზეზი - შიდა სახელისუფლებო განხეთქილებაა. მიუხედავად ქვეყნის პრემიერის, ჯორჯა მელონის პირობისა, რომ რომი უკრაინას ბოლომდე დაეხმარება, ვიცე-პრემიერმა ამ გადაწყვეტილების მიზნობრიობა ეჭვქვეშ დააყენა და დეკრეტის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა. დოკუმენტის გაგრძელების საკითხი პარლამენტს დღეს უნდა განეხილა, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო გადადო. პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე კი, დოკუმენტი ძალას წლის ბოლოს დაკარგავს
