საქართველოში, კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებელი ხელმძღვანელობდა
საქართველოში, კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფებოდა, რომელსაც კორეის საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ღვინის მწერალთა კლუბის დამფუძნებელი ხელმძღვანელობდა. ტურის ფარგლებში, ისინი კახეთში, ქართული ღვინის კომპანიებსა და მარნებში იყვნენ. გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ტრადიციებს, თბილისში კი გაიმართა რამდენიმე მწარმოებლის ღვინის დეგუსტაცია
