შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულების ხელბარგის შემოწმებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: 150 გრამამდე „კოკაინი“, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 497 კაფსულა, „მორფინის” და „კოდეინის” შემცველი ფხვიერი მასა, ასევე 1 ლიტრი და 200 გრამი „კეტამინის“ სითხე. საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანები სხვადასხვა მეთოდით, მალულად ცდილობდნენ
