განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი ადამიანია დაკავებული. ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მდმა“. გახსნილია კიდევ ერთი ფაქტი. კახეთში დააკავეს წარსულში ნასამართლევი ერთი ადამიანი. ის ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ავტომობილიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 7 საბრძოლო ვაზნა და მჭიდი. სახლიდან კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
