სკანდალი ბრიუსელში გრძელდება
სკანდალი ბრიუსელში გრძელდება. თაღლითობის საქმეზე დაკავებულია სამი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნები ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო. „პოლიტიკო“ წერს რომ მოგერინთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის ურთიერთობას უფრო გაამწვავებს და შესაძლოა, ეს სკანდალი ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ გამოიყენონ. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის მიმართ უკვე არსებობს კითხვები გამჭვირვალობაზე
