საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების საეთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ამ წუთებში ანსამბლ „ბათუმის“ კონცერტი მინდინარეობს. მას საქართველოს პრეზიდენტი ესწრება. 5 დღის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქში არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართება. ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთორმეტედ მასპინძლობს. ის საქართველოს პრეზიდენტის და იუნესკოს პატრონაჟით იმართება.
