BBC-ის აბსურდი - შეცვლილი რიტორიკა
მძიმე ბრალდებას, რომელსაც ბრიტანული მაუწყებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ავრცელებს, თავად BBC-ის რესპონდენტები აყენებენ ეჭვქვეშ. ერთ-ერთმა უკვე აღიარა, რომ ინტერვიუ საკითხის შესწავლის გარეშე მისცა. არც ის გამორიცხა, ისე არ იყოს, როგორც BBC-ისთან ამტკიცებდა. პარალელურად, მოვისმინეთ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაც, პრემიერ-მინისტრი კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ დეზინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება, შესაძლოა, დანაშაულად კვალიფიცირდეს. საქმე ეხება ბრალდებას, რომ, თითქოს, პროტესტის მონაწილეთა მიმართ საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
