თბილისის საკრებულოში ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ პარაორკესტრის შესრულებით, მუსიკალური ღონისძიება გაიმართა
თბილისის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ პარაორკესტრის შესრულებით, მუსიკალური ღონისძიება გაიმართა. მიზანი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების კულტურულ პროცესებში აქტიური ჩართვა და ინკლუზიური ხელოვნების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებას საკრებულოს წევრები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
