კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად ბუდაპეშტში, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა
კახა კალაძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინიტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად ბუდაპეშტში, ცნობილი უნგრელი ფეხბურთელის იოზეფ ბოჟიკის ძეგლი გახსნა. უნგრეთის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ძეგლის საზეიმო გახსნას მერი ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს დელეგაციის წევრებთან და უნგრეთში საქართველოს ელჩთან ერთად დაესწრო. თბილისის მერი უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას და მმართველ პარტიას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.
