სკანდალი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში სავარაუდო თაღლითობას უკავშირდება
სკანდალი ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში სავარაუდო თაღლითობას უკავშირდება. ონლაინგამოცემა „ევროაქტივმა“ გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ ჩხრეკა ჩატარდა ბელგიის დედაქალქსა და ბრიუგეში ევროკომიიის შენობებში, კერძოდ, საგარეო ქმედებათა სამსახურის შენობაში. საქმე კი უკავშირდება 2021-22 წლებს და იმ სავარაუდო თაღლითობას, რიმელიც ტენდერის დარღვევასთანაა კავშირში. რამდენიმე წუთის წინ „ქრონიკას“ ევროპის პროკურატურის ოფისმა ლუქსემბურგიდან დაუდასტურა, ჩხრეკის ჩატარებასთან ერთად, 3 ადამიანის დაკავებაც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულებს შორის არის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი, რომელიც ამჟამად დიპლომატიური აკადემიის რექტორია.
