მმართველი გუნდი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს
მმართველი გუნდი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს. „აქციებზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოუყენებია“,- ამის შესახებ გეკა გელაძემ განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრი ხაზგასმით ამბობს, რომ უწყებას არასდროს შეუსყიდია აკრძალული ნივთიერება, ე.წ. კამიტი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მძიმე ბრალდებების აბსურდულობა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა კონსტანტინე ჩახუნაშვილის განცხადების ფონზე. ჩახუნაშვილი ამბობს, რომ BBC-ისთვის მას ინფორმაცია არ მიუწოდებია, თუმცა სწორედ ის იყო იმ საგამოძიებო ფილმის ერთ-ერთი მთავარი რესპონდენტი, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლის აქციებზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ჩახუნაშვილი გამოკითხვაზეა დაბარებული.
