ამერიკული გამოცემა „ატლანტიკის“ ცნობით, პენტაგონმა გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან პირდაპირი საქმიანი საუბრები შეწყვიტა, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე
გერმანელი ლეიტენანტის, კრისტიან ფროიდინგის განცხადებით, ადრე გერმანიასა და ამერიკას ერთმანეთთან ყოველდღიური ინტენსიური საუბარი ჰქონდათ. თუმცა დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შედეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. გამოცემის ინფორმაციით, ცვლილება პირდაპირ კავშირშია ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან, რომელიც ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობას გადახედვასა და უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბების შემცირებას ითვალისწინებს.
