პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, პოლონეთი სუვერენიტეტს დაკარგავს, თუ ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს და ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას იურიდიულად აღიარებს
პოლონეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთი სუვერენიტეტს დაკარგავს, თუ ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას გაითვალისწინებს და ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას იურიდიულად აღიარებს. კონსერვატორი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პოლონელმა ხალმა საკუთარი ფასეულობები უნდა დაიცვას და შეეწინააღმდეგოს ევროკავშირის წნეხს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შეცვლას მოითხოვს.
