საფრანგეთის პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით ხვალ ჩინეთში ჩავა
ოთხ დეკემბერს კი ემანუელ მაკრონი ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს შეხვდება. ვიზიტი ჩინეთსა და ევროპას შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე შედგება. როიტერსის ცნობით, ევროპა მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან ურთიერთობების დაბალანსებას ცდილობს.
