სანზონაში, რატევანის ქუჩის მიმდებარედ, ათ ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა
ტერიტორიაზე, რომლის აღდგენით სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ატარებს, ჯამში, 10 170 მწვანე ნარგავი დაირგვება. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 ჰექტარი სატყეო მიწა თვითნებურად იყო მითვისებული, რომელიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.
