სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალ მხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტუროპერატორებს მასპინძლობს
სკანდინავიის ქვეყნებიდან მაღალ მხარჯველი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მარკეტინგული კამპანიიას ფარგლებში, ტუროპერატორებს მასპინძლობს. ნორვეგიული, შვედური და დანიური ტურისტული კომპანიების 9 წარმომადგენელი საქართველოს ავიაკომპანია ეარ ბალტიკთან თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. სკანდინავიელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ. შეხვედრაზე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის, ტურების დაგეგმვისა და პაკეტების შეთავაზების საკითხები განიხილეს. შეხვედრას 40-მდე ქართველი ტუროპერატორი დაესწრო.
