პოლიციამ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი ადამიანი დააკავა
ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, პოლიციამ წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თანასოფლელს, წაგებული ბანქოს თამაშის შემდეგ, 20 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს, მოგვიანებით კი 6 500 დოლარი და 2 800 ლარი მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, მას მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა. უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წაიყვანეს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.
