საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა
რეესტრის საშუალებით ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ცესკომ ახალი ვებპლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო.
