საქალაქო სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის განხილვა დაიწყო
საქმე ეხება მტკვარი ჰესის პროექტს, რომელიც ამ დრომდე დასრულებული არ არის. პროკურატურა ამ საქმეში ბაჩიაშვილს ორგანიზაციის და სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს და თავისი ფუნქციების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას ედავება, რამაც სერიოზული ზიანი გამოიწვია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მოწმე გამოიკითხა.
