პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ინდოეთში
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტს ეწვია და ჩანაწერი გააკეთა ინდოეთის პარლამენტის საპატიო სტუმართა „ოქროს წიგნში“. შალვა პაპუაშვილი შეხვდა პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის თავმჯდომარეს. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით ვითარდება. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელის ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
