აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ტურიზმის სფეროში პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე განიხილეს ასევე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განათლების, პროფესიული განვითარების, ინოვაციებისა და რეგიონული განვითარების მიმართულებით.
