მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა
მთავრობამ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფცია რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს მოიცავს, – ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განვითარება, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება.
