“ქართული ოცნება” ბიბისის წინააღმდეგ საერთშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს
“ქართული ოცნება” ბიბისის წინააღმდეგ საერთშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „გამოიყენებენ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ, პასუხი აგოს ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო. საუბარია ბიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს 2024 წელს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. მმართველი პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბისის ყველა ვარაუდი დაინტერესებულ პირთა მოსაზრებებზეა აგებული , მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ხელისუფლების დამხობის მცდელობაში.
