ევროკავშირს ფლორიდაში გამართული მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღია
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად რუსეთზე წნეხი უნდა გაძლიერდეს, ევროპამ კი უკრაინის მხარდაჭერა - განაგრძოს.
