აქსიოსის ცნობით კი ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებაზე ძირითადი დისკუსია უკრაინის ტერიტორიების საკითხს დაეთმო
მედიის ინფორმაციით, ამერიკული მხარე კიევისგან დონბასის ნაწილის რუსეთისთვის დათმობას ითხოვდა. უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით აქსიოსი წერს, რომ შეხვედრა რთული, დაძაბული მაგრამ პროდუქტიული იყო. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი უკრაინის პრეზიდენტს ფლორიდის შეხვედრის შედეგებს დღეს გააცნობს. ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთშია. დღესვე დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში გაემგზავრება.
