"სიენენის" ცნობით, ფლორიდაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების ყველაზე პრობლემატური საკითხი ნატოში უკრაინის გაწევრება იყო
უკრაინა ალიანსში ინტეგრაციაზე უარს არ ამბობს, კიევში აცხადებენ რომ ნატოზე უარის თქმა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას საჭიროებს. სიენენი წერს, რომ უკრაინას იურიდიულად არ მოსთხოვენ ნატოზე უარის თქმას, თუმცა გაწევრების პროცესი ფაქტობრივად დაბლოკილი იქნება ნატოს ქვეყნებსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმებით. უკრაინისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიებისა და ნატოში გაწევრების საკითხების გადასაწყვეტად ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ითხოვს. ამერიკის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევამდე, ის არც უკრაინისა და არც რუსეთის ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს.
