უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 44 მოქალაქეა საქართველოდან გაძევებული. მათ შორისაა თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, ჩინეთის, რუსეთის, სომხეთის, ნიგერიის, თურქმენეთის, განას, ერაყის, იემენის, ეგვიპტისა და ლიბანის მოქალაქეები. ნოემბერში კი ქვეყნიდან გაძევებულია 152 ადამიანი.
