სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 900-ს გადააჭარბა
ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერმა წყალდიდობამ ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდსა და შრი ლანკაში მილიონობით ადამიანი დააზარალა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ასობით ადამიანი, ათასობით კი უსახლკაროდაა დარჩენილი.
