ისრაელის პრეზიდენტის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა
მონაწილეებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, უარი თქვას პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შეწყალებაზე. ცნობისათვის, ნეთანიაჰუმ მის წინააღმდეგ კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმეზე პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ის ქვეყნის ისტორიაში ერთადერთი მოქმედი პრემიერია, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ნეთანიაჰუს თაღლითობაში, ნდობის ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში ედება ბრალი, რასაც ის კატეგორიულად უარყოფს.
