განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა ერთ ადამიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. სამართალდამცველებმა ბრალდებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
