კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლოსწინა ტური, ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბებისთვის წარმატებული გამოდგა
კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლოსწინა ტური, ჩემპიონობისთვის მებრძოლი კლუბებისთვის წარმატებული გამოდგა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ სტუმრად საგარეჯოს „გარეჯი“ 4-0 დაამარცხა. დუბლი ამირან ძაგანიამ შეასრულა, თითო ბურთი კი ნიკოლოზ დადიანისა და გურამ გოშთელიანის ანგარიშზეა. „იბერიას“ მთავარმა კონკურენტმა „დილამ“ კი ფოთში ადგილობრივ „კოლხეთს“ 4-1 აჯობა. გორის გუნდის შემადგენლობაში გოლი შოთა შეყილაძემ, ოთარ ფარულავამ, სირილ ედუძიმ და აბუბაქარ კონტემ გაიტანეს. 35 ტურის შემდეგ 77-77 ქულით სატურნირო ცხრილს „იბერია“ და „დილა“ ლიდერობენ, თუმცა თბილისელები გორელებს ბურთების სხვაობით აღემატებიან. კრისტალბეთ ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ტურში „დილა“ „დინამო თბილისს“, „იბერია“ კი „გაგრას“ უმასპინძლებს. მატჩები შაბათს, 6 დეკემბერს გაიმართება.
