სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. სეზონურმა წვიმებმა რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია, რამაც მილიონობით ადამიანი დააზარალა ინდონეზიაში, მალაიზიაში, ტაილანდსა და შრი ლანკაში. ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
