თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოგონილი მიზეზებით არღვევს
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გამოგონილი მიზეზებით არღვევს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი პალესტინელი ხალხის გენოციდში, საერთაშორისო მედია კი ისრაელის აგრესიის იგნორირებაში დაადანაშაულა. მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ღაზაში ისრაელის თავდასხმების შედეგად 270-ზე მეტი მათი კოლეგა დაიღუპა.
