ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა
ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულთა ოჯახის წევრები და მედიკოსები ავრცელებენ. მათი თქმით, სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის აღმოსავლეთით, 10 და 12 წლის ძმები შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც ისინი ისრაელის თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. ისრაელის მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
