გერმანიაში მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ რეიტინგი იზრდება
გერმანიაში მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიის“ რეიტინგი იზრდება. გამოკითხვა გამოცემა „ბილდის“ დაკვეთით სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტმა „ინსამ“ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოსახლეობის 27%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზე 25%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირია, მესამე პოზიციას კი 15%-ით სოციალ-დემოკრატები იკავებენ.
