კატერინა რაიხემ ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის შესახებ ისაუბრა და ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების ინიციატივით გამოვიდა
„ენერგო რესურსების მაღალი ფასები, გადაჭარბებული ბიუროკრატია და გლობალური დაძაბულობა უზარმაზარ ზეწოლას ახდენს გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე“,- ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. კატერინა რაიხემ ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის შესახებ ისაუბრა და ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, მთავრობის მიერ საგადასახადო შეღავათების ზომების მიღება და ინვესტიციების სტიმულირებაა საჭორო, თუმცა საკითხავია, საკმარისი იქნება თუ არა ეს ნაბიჯები ეკონომიკის გადასარჩენად.
