ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძოლა გადარჩენისთვის ასეთი პირადული ჯერ არ ყოფილა,- ამ შინაარსის სტატიას „ტაიმსი“ აქვეყნებს
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძოლა გადარჩენისთვის ასეთი პირადული ჯერ არ ყოფილა,- ამ შინაარსის სტატიას „ტაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ თავისი ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის გადადგომით ზელენსკიმ ყველაზე სანდო თანაშემწე დაკარგა. „კიდევ ერთი პრობლემა სამთავრობო კოალიციის შესაძლო დაშლაა, რადგანაც პარტია „ხალხის მსახურის“ დეპუტატების ნაწილი მზადაა დატოვოს ფრაქცია და ოპოზიციასთან ერთად მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება სცადოს“,- ნათქვამია სტატიაში.
