კაჭრეთში თემატური ბანაკი გრძელდება
კაჭრეთში თემატური ბანაკი გრძელდება. ოთხდღიან პროგრამაში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ. დღევანდელ სესიაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ახალგაზრდებს კიბერუსაფრთხოების და კიბერჰიგიენის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ბანაკი განათლების სამინისტროს ინიციატივითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება. წელს 1 500-მდე სტუდენტს უმასპინძლებენ.
