„გასტრო ბათუმი“ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმი მესამედ იმართება
„გასტრო ბათუმი“ საერთაშორისო გასტრონომიულ ფორუმი მესამედ იმართება და ცნობილ ქართველ შეფებთან ერთად, მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები მონაწილეობენ საფრანგეთიდან, იტალიიდან და პორტუგალიიდან. ჩაატარებენ მასტერკლასებს, მოამზადებენ კერძებს აჭარული სამზარეულოს ინსპირაციით და იმსჯელებენ თევზის როლზე, შავი ზღვის გემოებსა და გასტრონომიაში თანამედროვე მიდგომებზე. „გასტრო ბათუმი“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება და მიზანი რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და აჭარული კერძების სარესტორნო ქსელებში დანერგვაა.
