სტიმ პროექტების ეროვნული კონკურსი „მომავლის საქართველო“ დასრულდა
სტიმ პროექტების ეროვნული კონკურსი „მომავლის საქართველო“ დასრულდა. სკოლის გუნდებმა საზოგადოებას ქვეყნის მასშტაბით შერჩეული და გამარჯვებული 30 საუკეთესო პროექტი წარუდგინეს. გამარჯვებულები განათლების მინისტრის მოადგილემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა. კონკურსის შესარჩევი ტური მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წლის ივნისში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა. სკოლების ნამუშევრები წინასწარ გაწერილი 4 ძირითადი კომპონენტის, პროექტის გეგმა, მოდელი, ესე და შემაჯამებელი ვიდეორგოლის მიხედვით შეფასდა. ფინალში 30 სკოლა გადავიდა. ეროვნული კონკურსის მიზანი საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერებაა.
