ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება აგრძელებს როგორც მედიკამენტების, ისე დაავადების მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე აქტიურ მუშაობას. მინისტრმა მშობლებს კრიტიკული საკითხების განხილვის, კვლავ შეხვედრის ფორმატში გაგრძელებაც შესთავაზა. როგორც აღნიშნა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაზარზე ახლახან გამოჩნდა, არსებობს არაერთგვაროვანი ინფორმაცია. მწარმოებელი კომპანიები კი დაინტერესებულები არიან, სწრაფად და მაღალ ფასად გაყიდონ პრეპარატები, სახელმწიფოსთვის კი მთავარია, გაირკვეს რამდენად უსაფრთხოა და რამდენად შესწევს ძალა, იყოს ქმედითი დამხმარე საშუალება.
