მორიგი პროვიკაცია უკრაინიდან - ასე აფასებენ პოლიტიკურ წრეებში, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
მორიგი პროვიკაცია უკრაინიდან - ასე აფასებენ პოლიტიკურ წრეებში, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე, არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები. ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას, რომელიც მედიასაშუალებებიდან და კონკრეტული აქტივისტების მხრიდან გავრცელდა, განცხადებით გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
